საღანძილის საჯარო სკოლაში საინტერესო ინტელექტუალური შეჯიბრი ჩატარდა
23-03-2018
საღანძილის საჯარო სკოლაში გეოგრაფიის პედაგოგის ეკა მესხის ინიციატივით ჩატარდა ინტელქტუალური თამაში „ყველაზე, ყველაზე, ყველაზე“.

კონკურსში მონაწილეობდა ორი გუნდი: „კლდის ვეფხვი“ (კაპიტანი: დავით კამკამიძე) და „ალპინისტები“ (კაპიტანი: ქრისტინე ტაბატაძე). 

დასაწყისში გუნდის კაპიტნებმა დამსწრე საზოგადოებას განუმარტეს თავიანთი გუნდების სახელწოდებების მნიშვნელობა.  

გუნდები დაკომპლექტდა VII-VIII-IX კლასის მოსწავლეებით.  

კონკურსი მოიცავდა ოთხ ეტაპს: I-II ეტაპი - 10-10 კითხვა გუნდებისათვის, III ეტაპი - კონტურულ რუკაზე მუშაობა, IV ეტაპი - კაპიტნების კონკურსი.  

კითხვები გუნდებისათვის მიზანმიმართულად და საინტერესოდ იყო შედგენილი.  

განსაკუთრებით ნაყოფიერად ჩაიარა კონკურსის მესამე ეტაპმა, სადაც გუნდებს უნდა დაეტანათ კუნტურულ რუკაზე ის გეოგრაფიული ობიექტები, რომლებიც გამორჩეულია მსოფლიოში თავისი მასშტაბურობით (სიმაღლე, სიღრმე, სიგრძე და ა.შ.).  

დიდი ინტერესი გამოიწვია კაპიტნების კონკურსმაც.   

შეჯიბრებაში გაიმარჯვა გუნდმა „კლდის ვეფხვი“.  

მოსწავლეები სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.  

კონკურს აფასებდა კომპეტენტური ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იყო სკოლის პედაგოგებით: ნაილი კამკამიძე და დარეჯან გაბუნია, კომისის თავმჯდომარე ლელა ხელაშვილი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203