ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნოვრუზ ბაირამი იზეიმეს
23-03-2018
ხოჯორნის საჯარო სკოლის აზერბაიჯანული სექტორის დაწყებითი კლასის მასწავლებლებმა ნაზლი ალიევამ და თარლან სულეიმანოვამ ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული სკოლაში მოსწავლეებთან ერთად იზეიმეს.

თარლან სულეიმანოვა და ქართული ენის პედაგოგი ანარ შარიფოვი მოსწავლეებს ამ უძველესი დღესასწაული შესახებ ესაუბრნენ, კოლეგებს კი მოულოცეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა გაზაფხულის შემობრძანება სიმღერებით, ლექსებით და ზღაპრის ინსცენირებით აღნიშნეს. 

ღონისძიებას მოწვეული სტუმრები, სკოლის დირექტორი, სომხური სექტორის პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203