მთის სკოლებში სწავლის პირობების გასაუმჯობესებლად სესხი გაიცემა 
17-06-2022

​განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს „საქართველოსა და სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმებაზე, რომელიც საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას ეხება.

​დღესვე, განიხილეს „საქართველოსა (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო შეთანხმება“.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, პროექტის მიზანია, საქართველოს შერჩეულ მთიან რეგიონებში სკოლის მოსწავლეებისთვის სოციალური განვითარების პლატფორმისა და კონკრეტულად სწავლის პირობების გაუმჯობესება.

„ეს გულისხმობს სკოლების სრულ რეაბილიტაციასა და რეკონსტრუქციას. პროექტის ღირებულება 6,5მლნ ევროა, საიდანაც 3,9 მლნ ევრო NEFCO-დან დაფინანსება სესხის სახითაა და 2, 6 მლნ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფონდიდან -ESP-დან გრანტის სახით“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

​კომიტეტმა მხარი დაუჭირა სარატიფიკაციო დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე გატანას

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203