თამარიანის საჯარო სკოლაში ჩატარებული პრეზენტაცია დადებითად შეფასდა
23-03-2018
თამარიანის საჯარო სკოლამ დაუნის სინდრომის დღის აღსანიშნავად პრეზენტაცია ჩაატარა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბიოლოგიის მასწავლებელი ნინო სეთური. პრეზენტაცია მე-11 კლასის მოსწავლე თათია ბადრიშვილმა გააკეთა.
პრეზენტატორმა გააცნო მოსწავლეებს და მასწავლებლებს, თუ რატომ აღინიშნება 21 მარტს დაუნის სინდრომის დღე, ვინ აღმოაჩინა დაუნის სინდრომი, საერთაშორისო ერების ორგანიზაციამ რომელ წელს აღიარა დაუნის სინდრომის დღე და საქართველო რომელ წელს შეუერთდა.
პრეზენტაცია ძალიან საინტერესოდ წარიმართა.
„მოსწავლეებმა ბევრი რამ შეიტყვეს დაუნის სინდრომის შესახებ, პრეზენტაციაზე განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმას, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ძალიან მოსიყვარულენი და თბილები არიან და ისინი ჩვენ გვერდში დგომით საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდებიან“ - აღნიშნა სკოლის წარმოომადგენელმა.
პრეზენტაცია სკოლის დირექციამ დადებითად შეაფასა და დიდი მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს.