გამოცდის გარეშე სტატუსი მინისტრმა 14 მასწავლებელს აუმაღლა
23-06-2022

მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული შემთხვევის შესაძლებლობა განათლებისა და მენციერების მინისტრს 2019 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიეცა. აღნიშნული შესაძლებელობით, მინისტრმა პედაგოგებს სტატუსი არაერთხელ აუმაღლა.

როგორც შესაბამის ბრძანებაშია განმარტებული მასწავლებელთა სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი შესაძლოა მიენიჭოს განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლს/სპეციალურ მასწავლებლის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წელს მიხეილ ჩხენკელმა სტატუსი 14 მასწავლებელბს/სპეცმასწავლებელს აუმაღლა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203