ვის გაეზრდება ხელფასი 90 პროცენტით - ჩხენკელის ბრძანება
20-06-2022

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდებაში, განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, განისაზღვრა, თუ ვის შეიძლება მიენიჭოს ემერიტუსის წოდება და რამდენი უნდა იყოს მისი სახელფასო ანაზღაურება:

მერიტუსის წოდება შეიძლება მიენიჭოს 65 წლის ასაკს მიღწეულ პირს, რომელსაც უნივერსიტეტში ორჯერ მაინც ეკავა/უკავია პროფესორის თანამდებობა ან არჩეულია უვადოდ. ემერიტუსის წოდების მინიჭების დამატებითი პირობები განისაზღვრება უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

ემერიტუსის წოდების მქონე პირის ყოველთვიური ანაზღაურება  განისაზღვრება ემერიტუსის წოდების მინიჭების დროს პროფესორის აკადემიური თანამდებობის შესაბამისი სრული თანამდებობრივი მინიმალური ხელფასის 90%-ის ოდენობით“ - აღნიშნულია ბრძანებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203