ვახტანგისის N2 საჯარო სკოლაში სამაგიდო თამაშებს გაკვეთილზე აქტიურად იყენებენ
23-03-2018
ვახტანგისის N2 საჯარო სკოლაში მათემატიკის გაკვეთილზე სამაგიდო თამაშებს აქტიურად იყენებენ. 

საგნის მასწავლებლის, დალი ნანიშვილის თქმით, ბავშვები განსაკუთრებული აქტიურობით და ინტერესით გამოირჩევიან ასეთი ტიპის გაკვეთილების ჩატარების დროს.  

სამაგიდო თამაშები ხელს უწყობს საგნისადმი ინტერესისა და მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. ის ხშირად გამოიყენება პასიური მოსწავლეების გასააქტიურებლად.  
 
მსგავსი ტიპის თამაშები მოსწავლეებს ფიქრისა და აზროვნების საშუალებას აძლევს და რაც მთავარია, გაკვეთილებს უფრო სახალისოს და პროდუქტიულს ხდის. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203