რომელი კლასიდან ისწავლება მესამე უცხოური ენა 
10-07-2022

კერძო სკოლებისგან განსხვავებით, საჯარო სკოლებში მოქმედებს ერთიანი სქემა, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია რომელ კლასეში და რა პრონციპით ისწავლება პირველი, მეორე თუ მესამე უცხოური ენა.

რა სქემით ისწავლება უცხოური ენები?

საჯარო სკოლებში:

  • პირველი უცხოური ენა ისწავლება I-XII კლასებში და ეს არის ინგლისური ენა.
  • მეორე უცხოური ენა (ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, გარდა ინგლისურისა) ისწავლება V-XII კლასებში.
  • მესამე უცხოური ენა, როგორც არჩევითი საგანი (სურვილისამებრ) ისწავლება X-XII კლასებში.
  • საჯარო სკოლა უფლებამოსილია, გამონაკლისის სახით, სამინისტროსთან შეთანხმებით, მეორე უცხოური ენის სწავლება დაიწყოს ნებისმიერი კლასიდან (მათ შორის, დაწყებით საფეხურზე).

რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი თავისი სურვილისამებრ გეგმავენ სწავლა-სწავლების პროცესს, მათ შორის უცხოური ენების სწავლების ორგანიზებას და ამ საკითხის შეთანხმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არ სჭირდებათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203