თბილისის N103 საჯარო სკოლის მესამეკლასელები ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით „ექსპერიმენტორიუმს“ სტუმრობდნენ.
სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში მოსწავლეების მოგზაურობამ საინტერესოდ ჩაიარა.
„ბავშვებმა თავი იგრძნეს ნამდვილ ნორჩ მეცნიერებად. გაზომეს ყვირილის ძალის სიძლიერე, დასხდნენ ლურსმნებზე, დაიჭირეს ელვა, დახატეს ქვიშით და ასე შემდეგ,“- განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა.
მუზეუმში ყველა ექსპონატი ინტერაქტიულია. ვირტუალური სამყაროს წყალობით შესაძლებელია კოსმოსში მოგზაურობა, სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ბავშვებს სრულიად შეეცვალათ წარმოდგენა მეცნიერებისა და მუზეუმების შესახებ, რადგან შესაძლებელი იყო შეხებოდნენ ექსპონატებს, გამოეცადათ, დაეგდოთ, გაეტეხათ, აეწყოთ და დაეშალათ სხვადასხვა ნივთი. მათზე განსაკუთრებით იმოქმედა აზოტის შოუმ.
მუზეუმის დათვალიერების შემდეგ პატარებმა პრეზენტაცია მოაწყვეს და ემოციები და შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო