შესაბამისობის დავალება ერთ-ერთია, რომელიც მასწავლებელთა ნაწილს გამოცდაზე შეხვდება. მსგავსი ტიპის დავალება მოცემულია როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI), ასევე დაწყებითისა (I-IV) და პროფესიული უნარების ტესტში.
მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისობის დავალება რამდენიმე კითხვას მოიცავს, ის ფასდება 1 ქულით. დავალება ცხრილის სახითაა მოცემული, რომელიც ორი სვეტისაგან შედგება. ერთ სვეტში მოცემულია პირობა (მოვლენა, ფრაზა), მეორე სვეტში სავარუდო პასუხები (ტერმინები, ცნებები). გამოსაცდელმა სვეტებში მოცემული ინფორმაცია ერთმანეთს უნდა შეუსაბამოს. იმისათვის, რომ გამოსაცდელმა 1 ქულა მიიღოს, ყველა შესაბამისობა სწორად უნდა იყოს შესრულებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერცერთი სწორი პასუხი აპლიკანტს ქულას ვერ მოუტანს. მაგალითად, თუ სვეტში მოცემული 5 ფრაზიდან მეორე სვეტში სწორად მხოლოდ 4- დაუკავშირებთ და ერთს ვერა - 0 ქულას დაიმსახურებთ.
შესაბამისობის დავალება სხვადასხვა ტესტში სხვადასხვა რაოდენობისაა. მაგალითად, დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა ამ ტიპის ტესტში 5 ფრაზა უნდა შეუსაბამონ სწორად ერთმანეთს, სტატუსის ამაღლების მსურველებმა კი - 4.
ნიმუში წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა პროფესიული უნარების ტესტიდან
ნიმუში დაწყებითი კლასების მასწავლებელთა საგამოცდო ტესტიდან
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.
იხილეთ ასევე: საგამოცდო ბარათების ამობეჭდა უკვე შესაძლებელია