შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებს შორის ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
23-03-2018
შუახევის რესურსცენტრისა და მერიის მხარდაჭერით დაბა შუახევის საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“.    

თამაში შუახევის საჯარო სკოლების პედაგოგებს შორის გაიმართა.        

ღონისძიებაში სულ 28 საჯარო სკოლა  მონაწილეობდა. 

ღონისძიებას უძღვებოდა შუახევის მუნიციპალიტეტში ინტელექტუალური თამაშის ექსკლუზიურად ჩატარების უფლების მქონე პირი ზვიად ფუტკარაძე.  

ინტელექტუალურ თამაშში საპრიზო ადგილები მოიპოვეს:   

ჩანჩხალოს საჯარო სკოლა - I ადგილი  
ცხემლისის საჯარო სკოლა - II ადგილი 
უჩამბის საჯარო სკოლა - III ადგილი 

პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცა თასი და ფასიანი საჩუქრები, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს ფასიანი საჩუქრები.  

თამაშს ესწრებოდნენ შუახევის მერიისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203