ლელიანის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
სკოლის აღსაზრდელები და პედაგოგები „ჭრელი წინდების“ კამპანიაში ჩაერთნენ, ქაღალდისგან ფერადი წინდები დაამზადეს და სკოლის კედლები მორთეს.
მასწავლებლები აღსაზრდელებს დაუნის სინდრომის დღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.
იხილეთ ფოტოები