სტატუსზე მხოლოდ იმ პედაგოგებს წარადგენენ, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს 3 კომპონენტი - დოკუმენტი
22-06-2022
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა შეფასების შედეგების ასახვისა და წინადადებების წარდგენის ვადები განისაზღვრა.
ბრძანების მიხედვით:
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა შეფასების შედეგების ასახვისა და წინადადებების წარდგენის ვადად განისაზღვროს 2022 წლის 16 ივნისიდან 2022 წლის 1 ივლისის ჩათვლით პერიოდი.
2. ამ ბრძანების პირველ პუნქტში განსაზღვრულ პერიოდში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა შეფასების შედეგების ასახვა და წინადადების წარდგენა უნდა განახორციელონ მხოლოდ იმ მასწავლებლობის მაძიებლებზე, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის სამი ძირითადი კომპონენტი: აკადემიური კურსი, პედაგოგიური პრაქტიკის კურსი და საგნის კომპეტენციის დადასტურება კანონმდებლობით დადგენილი წესით.