ვაქირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გამოფენით აღნიშნეს
23-03-2018
ილო მოსაშვილის სახელობის ვაქირის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას - „წინდა მინდა“ შეუერთდა. კამპანიის ფარგლებში სკოლის დირექტორმა, ბიოლოგიის მასწავლებელმა და სპეც მასწავლებელმა მოსწავლეებთან დაუნის სინდრომის დღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ თანადგომა და მხარდაჭერა გამოხატეს.
მე–6, მე–7, მე–8 კლასის მოსწავლეებმა კი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ნახატების გამოფენა და ლექსები მიუძღვნეს.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.
ჭრელი წინდის კამპანიის ფარგლებში, მსურველები, სპეციალურად კამპანიისთვის დამზადებული ჭრელი წინდების შეძენით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ეხმარებიან.