ყვარლის N1 საჯარო სკოლაში ხელმარჯვე მეორეკლასელები სწავლობენ
23-03-2018
ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლის IIბ კლასის მოსწავლეებმა თოჯინები დაამზადეს. მათ ეს იდეა მოთხრობის „თოჯინა“ შესწავლის შედეგად გაუჩნდათ.
მასწავლებლის ციალა ღონიაშვილის თქმით, პატარები განსაკუთრებით დააინტერესა ერთმა ეპიზოდმა, სადაც ბებო შვილიშვილს ასწავლის, როგორ აკეთებდნენ თავის ბავშვობაში თოჯინებს.
ამიტომ ბავშვებმა ბებიების მეთოდით თოჯინების დამზადება გადაწყვიტეს.