მასწავლებლებმა გამოიყენონ ის სახელმძღვანელოები, რომელთაც მიზანშეწონილად მიიჩნევენ - დეტალებზე სამინისტრო საუბრობს
X კლასისთვის (ზოგიერთ საგანში სრული სასწავლო წლისთვის, ზოგიერთ საგანში კი I სემესტრისთვის) განკუთვნილი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება დაასრულა, ასევე დასრულდა საბაზო საფეხურის IX კლასის იმ სახელმძღვანელოების შეფასება, რომლებმაც წინა წლებში გრიფი ვერ მოიპოვეს.
გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევისას მნიშვნელოვანი და მთავარია საგნის/კლასის მასწავლებელთა უშუალო მონაწილეობა, რათა მასწავლებლებმა დამოუკიდებლად გააკეთონ არჩევანი და სასწავლო პროცესში გამოიყენონ ის სახელმძღვანელოები, რომელთაც მიზანშეწონილად მიიჩნევენ.
მასწავლებელთა არჩევანის მონიშვნა უნდა განხორციელდეს სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool).