მესტიის N3 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიებაში ჩართული იყვნენ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. მოსწავლეებმა მშობლების დახმარებით გააკეთეს პოსტერები, ფერადი ქაღალდებისგან წინდები და გულები გამოჭრეს და სკოლა მორთეს.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.
იხილეთ ფოტოები