ახალციხის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიებისთვის სცენა თვითონ მოაწყვეს
23-03-2018

ახალციხის N5 საჯარო სკოლაში სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ ჩაატარა ღონისძიება: „ქალი - ღმერთის ამოუცნობი ქმნილება“. 

მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები, სცენაზე გააცოცხლეს გმირები ქართული ნაწარმოებებიდან. მათ სცენა თავად გააფორმეს. 

„თითოეული მონაწილე მაქსიმალურად ეცადა მსმენელამდე მიეტანა ის ემოცია, რაც თან ახლდა მის მიერ შესრულებულ როლს,“ - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: მერი მხითარიანი, გიორგი ბერიძე, ლუკა შერაზადიშვილი, ანა ვახტანგიშვილი, ანანო ლომიძე, ბაგრატი დევნოსაძე, ბაია დევაძე, მარიამ გოგოლაძე, ელენე თარხნიშვილი, გვანცა ხუციშვილი, მარიამ ბერიძე, გიორგი ლომიძე და ლიზი ნარიმანიშვილი. 

ღონისძიებას უძღვებოდა და ხელმძღვანელობდა მერი მხითარიანი.

სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეთა თვითმმართველობას გაწეული შრომისათვის და მათგან კიდევ უფრო მეტ სიახლეს ელის. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203