იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაკვეთილზე არჩილ ტატუნაშვილი გაიხსენეს
23-03-2018
იორმუღანლოს საჯარო სკოლის ქართული სექტორის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა არჩილ ტატუნაშვილი გაიხსენეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირის ხსოვნას.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ერაყში სამშვიდობო მისიის მონაწილე არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დაბა ახალგორში დააკავეს.  

დე ფაქტო ხელისუფლებასა და ქართულ მხარეს შორის ოჯახისთვის მისი ცხედრის გადმოცემის საკითხზე მოლაპარაკებები რამდენიმე დღის წინ დასრულდა.  

არჩილ ტატუნაშვილი საკუთარ სახლში, წილკანში უკვე გადმოასვენეს.  

მას სამხედრო პატივით შაბათს დაკრძალავენ.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203