„ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო“ - ხაშმის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელთა სამშობლოს სიყვარულით განმსჭვალული ღონისძიება
23-06-2022

რევაზ ინანიშვილის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ძალ ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ. არც 2021-2022 სასწავლო წელი ყოფილა გამონაკლისი, პედაგოგებმა მოსწავლეებს არაერთი საგანმანათლებლო აქტივობა თუ ღონისძიება შესთავაზეს, მოსწავლეებიც ხალისით იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობდნენ. 

აუცილებლად აღსანიშნავია, სამშობლოს სიყვარულით განმსჭვალული ღონისძიება - „ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო“, რომელიც მეექვსე კლასის მოსწავლეებმა გამართეს. 

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას საქართველოს კუთხეები წარუდგინეს, თავისი კულტურითა და ტრადიციებით, პატრიოტული ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და მაყურებელი მოხიბლეს. 

ღონისძიებას პედაგოგი მარეხი ზუკაკიშვილი ხელმძღვანელობდა. მუსიკალურად გაფორმებაში კი ღონისძიების ორგანიზატორსა და მონაწილეებს დაეხმარა მეოთხეკლასელი ალექსანდრე მამუჩიშვილი.

სკოლაში ღონისძიების მონაწილეებსა და მათ პედაგოგებს მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები - ბმული1, ბმული2 ბმული 3
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...