მოხის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს უფრთხილდებიან
23-03-2018
მოხის საჯარო სკოლაში დასუფთავების აქცია ჩაატარეს. 

მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაალაგეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მიზანია ბუნების მოფრთხილება და ამ საკითხში მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება.   

„სახალისო აქცია გამოვიდა, მოსწავლეები ფიზიკურად დაიტვირთნენ და ბუნებასაც არგეს,“ - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.    

სკოლა მსგავსი აქციების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.   
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203