„მზე, რომელიც ჩვენია“- ვანის N2 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს
23-03-2018
ვანის N2 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

მოსწავლეებმა მოაწყვეს ვორქშოფები, აქციები, შექმნეს ბუკლეტები და პოსტერები.

გაიმართა მსვლელობა ქალაქის ქუჩებში, სადაც მოსახლეობას აწვდიდნენ ინფორმაციას დაუნის სინდრომის შესახებ. 

„მიზანი ერთი გვქონდა - ცნობიერების ამაღლება,“ - განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა.  

სკოლა მადლობას უხდის ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ვანო კორძაძეს და სკოლის კოლექტივს.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203