უმაღლესში დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესში ცვლილება შევიდა - დეტალები
23-06-2022

„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესში ცვლილება შევიდა, რასაც ხელს აწერს განათლების მინისტრი.

ახალი დოკუმენტით „უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ბ​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეებისთვის განსაზღვრული მოთხოვნა - უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში 75 დღით უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებით, არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წელს სწავლობდნენ უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203