აწყურის საჯარო სკოლამ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აქცია მოაწყო.
სკოლაში სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით უამრავი აქტივობა განახორციელეს.
მათ ისაუბრეს დაუნის სინდრომისათვის დამახასიათებელ ნიშნებზე.
მოსწავლეებმა ასევე ამ სინდრომით დაავადებული ცნობილი ადამიანები გაიხსენეს, მოისმინეს უამრავი ინფორმაცია, ნახეს ვიდეორგოლები და დაამზადეს პლაკატები.
აწყურის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის კლასის ხელმძღვანელებს ამ აქციაში აქტიური ჩართულობისთვის.
იხილეთ ფოტოები