პირველკლასელებს „ჩამოსაკიდი“ ჭადრაკით ასწავლიან - ერთ დაფას სამინისტრო 175 ლარად ყიდულობს
23-06-2022

პირველკლასლებისთვის ჭადრაკის დაფების საყიდლად ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაიხარჯება - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, ჭადრაკის დაფების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, უწყება  ჭადრაკის 4 000 სადემონსტრაციო დაფას შეისყიდის.

როგორც დოკუმენტშია განმარტებული, ჭადაკის სადემონსტრაციო დაფებს პირველკლასელებისთვის შეიძენენ, ვინაიდან ახალი სასწავლო წლიდან I კლასში ჭადრაკის სწავლება სავალდებულო იქნება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ 2022-2023 სასწავლო წლისთვის სკოლაში შესასვლელად რეგისტრაცია დაახლოებით 50 ათასზე მეტმა მოსწავლემ გაიარა. ტენდერის პირობებიდან და დაფების რაოდენობიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ  კლასში ერთი დაფა იქნება, რომელიც სადემონსტრაციოდ იქნება ჩამკიდებული. დაფის ტექნიკურ მახასიათებელში წერია, რომ დაფა უნდა იყოს „საკიდით, არა კეცვადი“.

ტენდერი 25 ივლისს დასრულდება და გამარჯვებულმა კომპანიამ დაფების მიზოწება ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 დღეში უნდა დაასრულოს.

აღსანიშნავაია, რომ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო-ს მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის მიხედვითთ დადგინდა რომ ჭადრაკის ერთი სადემონსტრაციო დაფის ღირებულება 115 ლარიდან 365,8 ლარამდეა.

სატენდერო კომისიის სხდომის ოქის მიხედვით: იმისათვის, რომ 2022-2023 სასწავლო წლიდან სკოლებში წარმატებით განხორციელდეს ჭადრაკის სწავლების პროცესი, აუცილებელია სკოლების შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფა. კერძოდ, 2022 წლის 15 სექტემბრამდე სკოლებს აუცილებელია მიეწოდოს ჭადრაკის სადემონსტრაციო დაფები. სააგენტოსათვის მოწოდებული იქნა სპეციფიკაციები, ასევე შესასყიდი ჭადრაკის სადემონსტრაციო დაფების რაოდენობა განისაზღვრა 4000 ერთეულით.

სააგენტომ მიღებული დავალების შესაბამისად განახორციელა ბაზრის კვლევა რომელიც დაიწყო 16 ივნისს და დასრულდა 21 ივნისს 12:00 საათზე. შემოთავაზება მიღებული იქნა ოთხი კომპანიისაგან:

პირველი კომპანია - ერთეულის ფასი 115 ლარი - ჯამში 460 000 ლარი, მოწოდების ვადა 4-5 თვე;
მეორე კომპანია - ერთეულის ფასი 130 ლარი - ჯამში 520 000 ლარი, მოწოდების ვადა 5-6 თვე;
მესამე კომპანია - ერთეულის ფასი 175 ლარი - ჯამში 700 000 ლარი, მოწოდების ვადა მაქსიმუმ 35 კალენდარული დღე, ეტაპობრივად;
მეოთხე კომპანია - ერთეულის ფასი 365,8 ლარი - ჯამში 1 463 200 ლარი, მოწოდების ვადა 120-140 სამუშაო დღე

სკოლებისათვის ჭადრაკის სადემონსტრაციო დაფა (ფიდეს სტანდარტით) მახასიათებლები:

1.საჭადრაკო დაფის ზომა - მინიმუმ 72,5/72,5 სმ. სრული ზომა 72,5/92,5 სმ -დაფის ქვემოთ ლოგოების განსათავსებელი ადგილით (ლოგოები:განათლებისა მეცნიერების სამინისტრო, ფიდე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია)
2. დაფა უნდა იყოს მობილური, საკიდით, არა კეცვადი.
3. ოთხივე მხრიდან ნოტაციის და ციფრების აღმნიშვნელით.
4. ფიგურების ზომა - მინიმუმ 4,5 – 6,5 სმ -მდე. „სტაუნტონის მოდელი“ თეთრი და შავი.
5. უჯრის ზომა - მინიმუმ 7,5/7,5 სმ
6. უჯრის ფერი - თეთრი და სერი (შინდისფერი)
7. მასალა - დაფა ოთხ შრიანი: ა)ალუმინის ჩარჩო ბ) მდფ გ) თხელი მაგნიტურიმეტალის ფირფიტა დ) არახევადი ქაღალდი ; ფიგურები - პოლიეთილენის 8 მმ -დე სისქის მაგნიტთან ერთად
8. სულ დაფის სისქე ოთხივე შრის - 12მმ
9. წონა: დაფის - 6,5 – 7 კგ. (სავარაუდოდ); ფიგურების (32 ცალი) 250 – 350 გრ.
10. მაგნიტის ზომა ფიგურებზე - მინიმუმ 1-2 მმ სისქის, რომელიც მაგრდება ფიგურის მთელ ფართობზე. ფიგურები არ უნდა ცურავდეს დაფაზე.
11. ფიგურების ჯანმრთელობის სერტიფიკატი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203