დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში ტუბერკულოზის შესახებ ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
23-03-2018
დაბა წაღვერის საჯარო სკოლა ტუბერკულოზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაავადებასთან ბრძოლის კამპანიას სლოგანით - „ვეძებთ ლიდერებს ტუბერკულოზისაგან თავისუფალი მსოფლიოსათვის“ შეუერთდა. ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის უფროსის მანანა რატიანის ინიციატივით, სკოლის მეათე კლასში ბიოლოგიასა (პედ:ირინა ხელისუფალი) და ქართულში (პედ:მონიკა ჭანტურია) ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილის მიზანი იყო ახალგაზრდებში დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება და სტიგმის დაძლევა.
მოსწავლეებმა ასევე მოისმინეს მეოცე საუკუნეში მოღვაწე ცნობილი ქართველების ტუბერკულოზით გარდაცვალების შესახებ ლექცია-პრეზენტაცია.
ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს მსოფლიო 24 მარტს აღნიშნავს. იხილეთ ფოტოები