კერძო სკოლა „არილში“ ილია ჭავჭავაძის შემოქმედება განიხილეს
23-03-2018
ბათუმის კერძო სკოლა „არილში“ ქართული ენის კვირეული ჩატარდა. 

კვირეულში მეშვიდე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 
 
პედაგოგმა თამუნა ტაკიძემ მოსწავლეებს ილია ჭავჭავაძის შემოქმედება გააცნო. 


მათ „კაცია-ადამიანზე?!“ ისაუბრეს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საპროგრამო ნაწარმოებზე.  

მოსწავლეები მუშაობდნენ როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად, აკეთებდნენ პრეზენტაციებსა და მოხსენებებს.  

სკოლის წარმომადგენლების თქმით, კვირეულმა საინტერესოდ ჩაიარა.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203