კონდოლის საჯარო სკოლაში ხეები ფერადი წინდებით მორთეს
23-03-2018
კონდოლის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღნიშნეს.
 
ღონისძიების ორგანიზატორი იყო ხელოვნების მასწავლებელი გიორგი ბლუიშვილი.

სკოლის აღსაზრდელებმა ასევე ქაღალდისგან ფერადი წინდები დაამზადეს და ხეები მორთეს. 

21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.  
   
მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები  სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203