ხევსურთსოფლის საჯარო სკოლა დასუფთავების კამპანიას შეუერთდა
23-03-2018
ხევსურთსოფლის საჯარო სკოლა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ დასუფთავების კამპანიას შეუერთდა. სკოლის I-XII კლასების მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად სკოლის მიმდებარე ტერიტორია, საყდრიონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზო და მისი მიდამოები დაასუფთავეს.
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 22 მარტს აღინიშნება.