კარწახის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას მასწავლებლები უძღვებოდნენ
23-03-2018

კარწახის  საჯარო  სკოლის დაწყებით კლასებში დედის დღისა და 8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები, ცეკვები.  

საღამოს უძღვებოდნენ პირველი კლასის მასწავლებელი ვართითერ  მოსოიანი  და  მეორე  კლასის მასწავლებელი  აზნივ  მათოსიანი. 

„მშობლები და დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებას ვერ მალავდა პატარების საოცრად  ლამაზად  შესრულებული ნომრების გამო. ღონისძიების დასკვნით ნაწილში მათ დედებს და მასწავლებელ ქალებს ულამაზესი ვარდები გადასცეს,“ - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203