ვებინარი განკუთვნილია სკოლის მასწავლებლებისა და ბაღის აღმზრდელებისთვის - დეტალები
26-06-2022

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა, მშობელთა მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ვებინარს - „ტრანზიცია ბაღიდან სკოლაში, ბავშვისა და მშობლის მხარდაჭერა და ჩართულობა“.

ბაღიდან სკოლაში ბავშვების ტრანზიციის მხარდაჭერა სასწავლო პროცესის წარმატებით დაწყების წინაპირობაა. ტრანზიციის მხარდაჭერის პროცესში მნიშვნელოვანია ბაღის, სკოლისა და ოჯახის შეთანხმებული მოქმედება.

ვებინარი განკუთვნილია: მშობლებისთვის, რომლებიც ემზადებიან ბავშვის ბაღიდან სკოლაში ტრანზიციისთვის; ბაღის აღმზრდელებისათვის და სპეციალური მასწავლებლებისათვის, რომლებიც ჩართული იყვნენ ბავშვის ადრეულ განათლებაში; სკოლის მასწავლებლებისათვის, რომლებიც მუშაობენ დაწყებით კლასებში; სკოლებში მომუშავე სპეციალური მასწავლებლებისათვისა და ფსიქოლოგებისათვის.

ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება:

ტრანზიციის პროგრამის არსი და მნიშვნელობა - რა უნდა იცოდეს მშობელმა ტრანზიციის შესახებ?

რას გრძნობს მშობელი სკოლის დაწყების წინ? მშობლის მოლოდინები სკოლის მიმართ;

როგორ ამზადებს მშობელი ბავშვს სკოლაში წასვლისთვის, რა არის სასკოლო მზაობა და როგორ ხდება მისი ფორმირება?

რა ნაბიჯები უნდა გადადგას მშობელმა ბავშვის სკოლაში მიყვანამდე? ვინ არის მშობლის მხარდამჭერი რგოლი?

ინდივიდუალური ტრანზიციის გეგმა და მშობლის ჩართულობა ტრანზიციის გეგმის შემუშავებაში;

მშობლებისთვის განკუთვნილი არსებული რესურსები ტრანზიციის პროცესის მხარდასაჭერად.

️თემი წარმდგენი: მარიამ ხვადაგიანი - ნეიროფსიქოლოგი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი.

მოდერატორი: თეონა ხოსიტაშვილი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების პროგრამის მენეჯერი.

ვებინარი გაიმართება 28 ივნისს, 16:00 საათზე, პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით.

ვებინარზე დასასწრებად მიჰყევით ბმულს:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203