ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) არის ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც უნიკალურია დღეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. უნივერსიტეტი176 კვ/მ-ზე გადაშლილი ყველაზე მზარდი და ევროპული საუნივერსიტეტო ქალაქია. დღეს KIU-ში 700-მდე სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტი არაერთ სიახლეს აანონსებს აბიტურიენტებისა და KIU-ში სწავლის მსურველთათვის.
KIU-მ საგანმანათლებლო საქმიანობარამდენიმე წლის წინ დაიწყო და პირველი სტუდენტებიც ორი წლის წინ მიიღო. მიუხედავად ამ მცირე დროისა KIU, სულ რაღაც ერთ წელიწადში საქართველოში არსებული ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის რეიტინგების სათავეში მოექცა (2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით).საინტერესოა ის პროგრესი და შედეგები, რომლებსაც KIU-მ ფუნქციონირების მეორე წელს მიაღწია: გაორმაგებულია წარმატებულ სტუდენტთა რაოდენობა, გაზრდილია სტუდენტ გოგონათა მაჩვენებელი; მხოლოდ ორ წელიწადში უნივერსიტეტმა ჩაატარა და უმასპინძლა ასამდე საერთაშორისო და ადგილობრივი დონის ღონისძიებასა და სტუმარს, საფუძველი ჩაუყარა სხვადასხვა პროექტს, ფესტივალს, კონკურსს, საზაფხულო თუ საზამთრო სკოლას და ოლიმპიადას.
2022-23 სასწავლო წელს KIU სტუდენტების ახალ ნაკადს მენეჯმენტის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე მიიღებს. წელს უნივერსიტეტში სიახლეა და სამაგისტროდა სადოქტოროპროგრამებიც დაემატება. დაარსების დღიდან უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით. ევროპელი პარტნიორებისგან მიმდინარე წელს KIU-მ კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა და იგი მიიჩნიეს, როგორც ყველაზე ინოვაციური და მზარდი საგანმანათლებლოცენტრი, რომელიც „მწვანე უნივერსიტეტის“ კონცეფციაზეა დაფუძნებული, რაც ითვალისწინებს ინოვაციების ეკოსისტემის შექმნას და სანიმუშო სასწავლო და კვლევითი პროგრამების განხორციელებას, როგორც საქართველოში ასევე მთლიანად რეგიონში.
საქმიანობის ორი წლის მანძილზე KIU-მ ევროპელ და ქართველ პროფესორებთან, უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად მრავალი საინტერესო პროექტი განახორციელა. პროექტების ფარგლებში სტუდენტებიაქტიურად ერთვებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობებში. ისინი მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა კონკურსებსა და გაცლით პროექტებში.
KIU სტუდენტების მრავალფეროვან ცხოვრებას კამპუსზე საგრანტო პროგრამით უწყობს ხელს. სტუდენტებს აქვთ საშუალება შეიტანონ პროექტი და მიიღონ დაფინანსება სხვადასხვა საინტერესო ინიციატივისათვის, რაც უნივერსიტეტში მათ განვითარებას და სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებას შეუწყობს. ამ ეტაპზე ასეთი 10-მდე სტუდენტური პროექტია დაფინანსებული სტუდენტური გრანტების საგრანტო პროგრამის ფარგლებში.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს 1 მილიარდი ევროს ოდენობის გრანტით.
KIU-ს სტუდენტების თითქმის ნახევარი სარგებლობს უნივერსიტეტის დაფინანსებით და სტიპენდიებით
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (შემდგომში "KIU").
ბაკალავრიატის სწავლის გადასახადი წელიწადში საქართველოს მოქალაქეებისთვის არის 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი, ხოლო უცხოელი სტუდენტებისთვის მერყეობს (ფაკულტეტების მიხედვით) 3 220-დან 5 500 აშშ დოლარამდე. KIU-ს სტუდენტების 46% იღებენ სხვადასხვა ტიპის დაფინანსებას.
KIU-ს სტუდენტების 83% იღებს სწავლის დაფინანსების სახელმწიფო გრანტს (სწავლის საფასურის 50, 70 ან 100 პროცენტიანი დაფინანსება).
KIU-ს სტუდენტების 46% იღებს სხვადასხვა სახის გრანტს უნივერსიტეტისგან.KIU-ს აქვს სტუდენტების დაფინანსების რამდენიმე სახეობა, კერძოდ:
პროცენტულად KIU-ს მიერ გაცემული გრანტით სტუდენტების დაფინანსებაშემდეგნაირად გამოიყურება:
№ |
დაფინანსების |
სტუდენტების კატეგორია |
% მაჩვენებელი მთლიან დაფინანსებაში |
1 |
სწავლის საფასური |
სოციალური და აკადემიური |
17% |
2 |
KIU სტიპენდია |
აკადემიური |
26% |
3 |
რექტორის სტიპენდია |
აკადემიური |
5% |
4 |
საერთო საცხოვრებლის საფასური |
სოციალური და აკადემიური |
48% |
5 |
KIU ბარათი (კვება) |
სოციალური |
4% |
KIU-ს საგრანტო ფონდი საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტებს, რომლებიც არიან ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, ეროვნული სასწავლო და საერთაშორისო ოლიმპიადების გამარჯვებულები, ინოვაციების კონკურსების გამარჯვებულები, ასევე მიეკუთვნებიან სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს (წინასწარ განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით) KIU მრავალფეროვან საგრანტო პროგრამას სთავაზობს, მათ შორის: სწავლის დაფინანსებას, კამპუსში სტუდენტური საცხოვრებლის დაფინანსებას, KIU სტიპენდიას, KIU ბარათს, რექტორის სტიპენდიას (რექტორის ფონდი კიდევ ერთ-ერთი დამატებითი საქველმოქმედო პლატფორმაა, რომლის მეშვეობითაც წარმატებული სტიპენდიანტები იღებენ დაფინანსებას).
ფონდის დაფინანსება შეიძლება გაიცეს საგანმანათლებლო პროგრამის მთლიანი ხანგრძლივობის ვადით, საბაკალავრო პროგრამაზე ოთხი წლით. დაფინანსების შესანარჩუნებლად ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სტუდენტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამისი ფაკულტეტის/სკოლის შიდა მოთხოვნები და ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA არანაკლებ 3.0) და არანაკლებ 51 კრედიტი წინა სასწავლო წლის განმავლობაში.
დეტალები KIU-ს საგრანტო ფონდის შესახებ იხილეთ ამ ბმულზე.
დეტალური ინფორმაცია KIU-ს შესახებ იხ: www.kiu.edu.ge