ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის მომავალ მოსწავლეებს „პირველკლასელთა აკადემია“ სასკოლო ცხოვრებისთვის მოამზადებს.
მომავალ პირველკლასელებს სასკოლო მზაობის წიგნი-რვეული, კომპანია „ვასაძის პურის“ სახელით, საზეიმოდ უკვე გადაეცათ.
ახლა კი, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით გამოცემული, უნიკალური წიგნი-რვეული ბავშვებს ცოდნის სამყაროში შეუძღვება და პირველ კლასში წარმატებით სწავლისთვის იმ უნარებს შესძენს, რაც შემდგომი მათი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.
„პირველკლასელთა აკადემიამ“ უკვე მოიცვა მთელი საქართველო, ათეულობით მუნიციპალიტეტში აპრობირებული წიგნი-რვეული ბავშვის სასკოლოდ მოსამზადებლად საუკეთესო რესურსია. წიგნი მომავალ პირველკლასელს ასაკზე მორგებულ შინაარსს სთავაზობს და სასკოლო პროგრამის ათვისებასაც უწყობს ხელს. მისი მთავარი მიზანი კი სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის სკოლის და სწავლის შეყვარებაა.
სასიხარულო და დასაფასებელია, რომ მომავალი თაობების განათლებაზე ზრუნვის საქმეში „ეტალონის“ და მის პროექტების გვერდით დგანან ისეთი თანამოაზრე კომპანიები და ბიზნესმენები, როგორიც წარმოშობით ოზურგეთელი მერაბ ვასაძეა. სწორედ, მისი ინიციატივითა და კომპანია „ვასაძის პურის“ სახელით გადაეცათ მომავალ პირველკლასელებს წიგნები.
კომპანია „ვასაძის პურის“ სახელით, „პირველკლასელთა აკადემიით“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოთხი სკოლის 200-ზე მეტი მომავალი მოსწავლე დასაჩუქრდა.
იხილეთ ფოტოები: