ბათუმის კერძო სკოლა „ევრო-2000“-ის სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეებმა ერთმანეთს ტრადიციები გაუზიარეს
23-03-2018
ბათუმის კერძო სკოლა „ევრო-2000“-ის სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეებმა ერთმანეთს ტრადიციები და კულტურა გაუზიარეს.
 
სკოლის პედაგოგებმა ცირა ქობულაძემ და ჯულიეტა კალანდაძემ ღონისძიება ჩაატარეს, რომელშიც სკოლის აზებაიჯანელი, უკრაინელი, რუსი, ყაზახი, სომხი და ქართველი მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„ჩვენი სკოლის სხვადასხვა ეროვნების ბავშვებმა საგანგებო სიყვარული დაუთმეს ერთმანეთს.
სწორედ მომავალი თაობაა ჩვენი მშვიდობისა და მეგობრობის გარანტი. დღევანდელი დღე მიეძღვნა ჩვენს ტრადიციებსა და მეგობრობას“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203