ქუთაისის N1 საჯარო სკოლის ეკოგუნდი ეკოლოგიური პრობლემების გამოვლენა–მოგვარებისთვის დასაჩუქრდა
ქუთაისის N1 საჯარო სკოლის ეკოგუნდი „მთიები“ ეკოლოგიური პრობლემების გამოვლენა–მოგვარებისთვის დასაჩუქრდა. სკოლის ეკოგუნდი კონკურსში - ,,ნიკო კეცხოველის პრემია 2018“ მონაწილეობდა. ,,მთიები“ და სკოლის დირექცია კლინიკა ,,კანს“ ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის კონკურსის ფინალზე გაკეთებული საჩუქრებისთვის მადლობას უხდის.
„მადლობას ვუხდით კლინიკა ,,კანს“ და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსს სანდრო ბოჭორიშვილს იმ მოულოდნელი სიურპრიზისა და საჩუქრებისთვის, რაც მათ პრემიის კონკურსის ფინალზე გაგვიკეთეს.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა ვუთხრათ მათ არა მარტო საჩუქრებისთვის, არამედ იმ კოლოსალური შრომის შეფასებისა და დანახვისთვის რაც ამ გუნდმა მთელი წლის განმავლობაში გავწიეთ“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
„ნიკო კეცხოველის პრემია“ ყველაზე მასშტაბური სასკოლო, გარემოსდაცვითი კონკურსია.
პროექტი CENN–ის მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის თანაორგანიზებით ხორციელდება.
პროექტის მხარდამჭერები საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციები, სამხარეო ადმინისტრაციები, თვითმმართველობები და კერძო კომპანიები არიან.
იხილეთ ფოტოები