ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესი დამტკიცდა.
დოკუმენტს ხელს ირაკლი ღარიბაშვილი აწერს და რეგისტრაციის ელექტრონული სისტემით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ აღნიშნული სისტემის სუბიექტებს/მომხმარებლებს.
„სუბიექტებმა რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაზე წვდომისათვის უნდა გაიარონ მომხმარებლის რეგისტრაცია. გაერთიანების მართვაში შემავალ ყველა დაწესებულებას რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში არეგისტრირებს/ასახავს გაერთიანება, ხოლო ის დაწესებულება, რომელიც დაფუძნებულია ინდივიდუალურად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახით ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციას/ასახვას ახორციელებს თავად.
რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ასახული ზოგიერთი ინფორმაცია წარმოადგენს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერსონალურ მონაცემს“, - აღნიშნულია ოფიციალურ დოკუმენტში.