გურკელის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბი აქტიურად მუშაობს
26-03-2018
გურკელის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა მორიგი ღონისძიებები ჩაატარა. 

ამჯერად კლუბ „იმედის“ ინიციატივით სკოლაში კონკურსები  „არა ძალადობას“ და „ზღაპრების სამყაროში“ ჩატარდა.  

კონკურსებისთვის წინასწარ განისაზღვრა დრო და კრიტერიუმები, რათა მოსწავლეებს შეძლებოდათ თავის საუკეთესოდ წარმოჩენა.  

„არა ძალადობის“ კონკურსის შერჩეული თემებიდან ჟიურის წევრებმა გამარჯვებულების სამეული გამოავლინა.  

კონკურსში „ზღაპრების სამყარო“ პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეები მონაწილეონდნენ.
 
კონკურსისთვის ოცი წიგნი შეირჩა და შემდეგ ტესტირების ფორმით გამოვლინდა სამი გამარჯვებული.  

ორივე კონკურსის გამარჯვებული სიმბოლურად წიგნებით დაჯილდოვდა.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203