პენსიონერი ან უმუშევარი პედაგოგები 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ
28-06-2022

ზემო აფხაზეთიდან დევნილი, ამჟამად უმუშევარი ან პენსიონერი პედაგოგებისთვის ერთჯერადი 200 ლარის  დახმარება გაიცემა, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაშია აღნიშნული.

ზემო აფხაზეთიდან დევნილ, ამჟამად უმუშევარ ან პენსიონერი პედაგოგებისთვის ერთჯერადი 200 (ორასი)  ლარის  დახმარების მიზნით წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ბ.ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

ბ.ბ) განმცხადებლის დევნილის მოწმობა (ასლი);

ბ.გ)  განმცხადებლის  ცნობა – საქართველოს შემოსავლების სამსახურიდან, იმის შესახებ რომ განმცხადებელი 2022 წლის 1 იანვრიდან არ იყო ნებისმიერი სახით გადასახადის გადამხდელი;

ბ.დ) ცნობა ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრიდან პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ;

ბ.ე)  ცნობა საბანკო რეკვიზიტების შესახებ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203