ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, თანამშრომელი შესაძლებელია, გათავისუფლდეს სამსახურიდან: ა)ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებაში თანხის აღების შემთხვევაში; ბ) საჩუქრის აღების შემთხვევაში (გარდა ყვავილებისა); გ)პროფესიული მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში; დ)არასაპატიო მიზეზით გაცდენისა და დაგვიანების შემთხვევაში; ე) ბაღის შენობაში ან ეზოში სიგარეტის მოწევის შემთხვევაში.
თანამშრომლის გათავისუფლება უნდა მოხდეს შრომის კანონმდებლობითა და შინაგანაწესით დადგენილი წესით. შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა ფორმდება ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით, რომელიც აღინიშნება სარეგისტრაციო ჟურნალში.
საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი ვალდებულია, დისციპლინასთან დაკავშირებული ყველა წესი გააცნოს თითოეულ თანამშრომელს და უზრუნველყოს მათი ზუსტად შესრულება. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ფაქტი მაინც დაფიქსირდა, ადმინისტრაცია უფლებამოსილია, გაათავისუფლოს თანამშრომელი სამსახურიდან, დამატებითი გაფრთხილების გარეშე.