საგამოცდო ცენტრების მიმართულებით სპეციალური ტრანსპორტი 4 ივლისიდან დაინიშნება
28-06-2022

2022 წლის ეროვნული გამოცდების პერიოდში სპეციალური ტრანსპორტი დაინიშნება, რომელიც სხვადასხვა მეტროსადგურიდან საგამოცდო ცენტრების მიმართულებით იმოძრავებს - აღიშნულის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, აბიტურიენტებისა და დასაქმებული პერსონალის შეუფერხებლად გამოცხადების [საგამოცდო ცენტრებში] უზრუნველყოფის მიზნით, 2022 წლის 4 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით გამოცდის დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაინიშნება საგამოცდო ცენტრების მიმართულებით. იმისთვის რომ ამ ადამიანებმა უპრობლემოდ და მარტივად შეძლონ გადაადგილება N39, N173 N177 N191 და N175 სკოლების მიმართულებით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან; ხოლო N117 საჯარო სკოლის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“.

რაც შეეხება N103 საჯარო სკოლას, აღნიშნული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით ავტობუსი გავა მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან. აღნიშნული მიმართულებით ავტობუსი იმოძრავებს 10 აგვისტომდე.

ჩემი თხოვნა იქნება რომ ეს ინფორმაცია უფრო მეტად გავშალოთ და საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორც სტუდენტებს, მოსწავლეებს და პედაგოგებს ჰქონდეთ ინფორმაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების შესახებ, იმისთვის რომ უპრობლემოდ შეძლონ მოძრაობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203