ახალციხის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეები ღონისძიებებში დიდი მონდომებით ერთვებიან
26-03-2018

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალციხის №5 საჯარო სკოლაში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა. 

ღონისძიებები დირექციისა და სპეციალური მასწავლებლის, ელისო ლებანიძის ინიციატივით ჩატარდა. 

ღონისძიებებში მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით  ჩაერთვნენ.

განსაკუთრებულად იაქტიურეს III, IV,  VIIIდა  X კლასების მოსწავლეებმა. 

ბავშვებმა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად შექმნეს სხვადასხვა სახის ნამუშევრები: პოსტერები, ელექტრონული პრეზენტაციები, ვიდეორგოლები, რომლებსაც აერთიანებდა ყველასათვის კარგად ნაცნობი ფრაზა: „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“.

გარდა ამისა, სკოლის სპეციალური მასწავლებელი და VIIIკლასის მოსწავლეები შეუერთდნენ  ახალციხის პარკში მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას და ასე გამოხატეს მხარდაჭერა „მზის შვილების“ მიმართ.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203