მნიშვნელოვანია, საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა - აქტივობაში მასწავლებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაერთნენ
28-06-2022
კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლებმა მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონალურ კონფერენციებში მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენციების ორგანიზება კომპიუტერული ტექნოლოგიების მხარდამჭერმა ექსპერტებმა განახორციელეს.
ღონისძიებები ონლაინ და ფიზიკურ სივრცეში მოეწყო. მასწავლებლებმა წლის შედეგები შეაჯამეს და კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

გასულ სასწავლო წელს საგანს კომპიუტერული ტექნოლოგიები, ბევრი სიახლე დაემატა. მაგალითად, ალგორითმული აზროვნება, პროგრამირების საწყისები და სხვა.

თუკი ადრე ეს საგანი მხოლოდ V-VI კლასში ისწავლებოდა, ახლა ის II-VI კლასებში ისწავლება.

მნიშვნელოვანია, რომ ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებული ცვლიელბების მიხედვით მასწავლებლებიც ამზადებენ საგანმანათლებლო რესურსებს, რომლებიც სახლემძღვანელოებთან ერთად აქტიურად გამოიყენება სკოლებში. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება და კოლეგებთან ერთად საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა.

მიმდინარე კონფერენციებს ტრადიციული სახე ექნება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203