დასაქმდება 30 მასწავლებელი, იგეგმება წარმატებული პედაგოგების წახალისება - დეტალები
29-06-2022

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც განათლება პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების (ქედა, შუახევი, ხულო) საჯარო სკოლებისათვის კონკურსის წესით შეირჩევა და დასაქმდება არაუმეტეს 30 მასწავლებელი, ასევე იგეგმება წარმატებული პედაგოგების წახალისება და სხვადასხვა კატეგორიის საშუალოდ 1 300 სტუდენტის სწავლის დაფინანსება..

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული 15 საჯარო სკოლა აღიჭურვება სასკოლო ინვენტარით, 11 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა შეივსება ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების, საბავშვო, საყმაწვილო, შემეცნებითი ხასიათისა და სხვა სახის ლიტერატურით, 2 სკოლა აჭარაში აღიჭურვება ტექნოლოგიებით, 10 საჯარო სკოლა მიიღებს სპორტულ ინვენტარს (მაგიდის ჩოგბურთის კომპლექტი, ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის აღჭურვილობა, სხვ.) საჭიროების მიხედვით, 6 სკოლა აღიჭურვება მუსიკალური ინსტრუმენტების კომპლექტით (პიანინო, გიტარა, დასარტყამი და სასულე ინსტრუმენტები და სხვ,), რემოდელირებული იქნება 1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა. ასევე გრძელდება მოსწავლეთა ტრანსპორტიტრებსი პროგრამა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203