დისტანციური სწავლება ჰიბრიდული მოდელი, ონლაინ-გაკვეთილები... ეს ტერმინები პანდემიამდე ცოტამ თუ იცოდა, სამაგიეროდ ამ საკითხში დღეს სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი მშვენივრად ერკვევა და იმ ფონზე, რომ კოვიდპანდემია ფაქტობრივად დასრულებულად გამოაცხადეს ჯანდაცვის მესვეურებმა, კიდევ უფროა საინტერესოა პასუხი კითხვაზე - კვლავ აქტუალური იქნება თუ არა ონლაინ-გაკვეთილები ახალი 2022-2023 სასწავლო წლიდან?
ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ რავინ იცის, რა ეპიდვითარება გვექნება ქვეყანაში და სწორედ ამ ფონზე გადაწყდება დისტანციური გაკვეთილების არსებობა-არარსებობის საკითხიც.
ასე რომ, სწავლების ჰიბრიდული მოდელი კვლავ იქნება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან, ეს სექტემბერში გადაწყდება.