სენაკის N1 საჯარო სკოლამ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე სხვადასხვა აქტივობით აღნიშნა
26-03-2018
სენაკის N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა. 

ღონისძიებები სპორტის, ესთეტიკური აღზდისა და დაწყებითი კლასების კათედრების ინიციატივით ჩატარდა.    

ღონისძიება „მოგზაურობა მეგობრებთან ერთად“ რამდენიმე აქტივობას მოიცავდა, მათ შორის:  
  • მე-9 კლასის მოსწავლის კახა ფარულავას ნამუშევრების პერსონალური გამოფენის მოწყობა და გამოცდილების გაზიარება;  
  • ბიოლოგიის პედაგოგების ჩართულობით, დაუნის სინდრომზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება;  
  • დაწყებითი კლასის მოსწავლეების ჩართულობით თანასწორი, ჰარმონიული და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა;   
ღონიძიების ბოლოს მოსწავლეებმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს, გაიმართა ვახშამი. 
 
„მნიშვნელოვანი იყო ისეთ აქტივობებისა და ღონისძიებების წახალისება, რომელიც მიმართულია დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისკენ,“- აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.   

ღონისძიებებს ესწრებოდნენ მშობლები, მასწავლებლები და სხვა მიწვეული სტუმრები.     

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203