რა ვალდებულებები აქვს სკოლას
09-07-2022

საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებულ შრომით ხელშეკრულებაში დეტალურდ არის გაწერილი სკოლის ვალდებულებები, რომელსაც etaloni.ge - უცვლელად გთავაზობთ:

  1. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს მასწავლებელი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოთი, შეუქმნას მას მუშაობისათვის აუცილებელი პირობები.
  2. სკოლა ვალდებულია აუნაზღაუროს მასწავლებელს ის ზიანი, რომელიც გამოწვეულია სკოლის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევით.
  3. სკოლა ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს მასწავლებელს დაყოვნებული თანხის 0.07%.
  4. სკოლა ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და დადგენილი წესით, უზრუნველყოს მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაზრდა საჯარო სკოლის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად.
  5. სკოლა ვალდებულია მასწავლებელი უზრუნველყოს:

ა) სასწავლო პროცესისათვის საჭირო გარემოთი;

ბ) სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოებით;

გ) აკადემიური თავისუფლებით იმ ფარგლებში, რომელიც არ ეწინააღმდეგება ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას;

დ) კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობით, რისთვისაც 6 წელიწადში ერთხელ ვალდებულია მისცეს ანაზღაურების გარეშე შვებულება 1 წლამდე ვადით, სამუშაო ადგილის შენარჩუნებით.

  1. სკოლა ვალდებულია სასკოლო დისციპლინის დაცვისას უზრუნველყოს:

ა) მასწავლებლისათვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, მისი ღირსების პატივისცემა და არ დაუშვას მასწავლებლის დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით;

ბ) მასწავლებლის მიმართ დისციპლინური დევნის განხორციელება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურებით;

გ) მასწავლებლისათვის წერილობითი განმარტების მიცემა მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსთან დაკავშირებით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203