თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები აგრარულ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ
26-03-2018
თელავის  N5 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის წევრები და მოსწავლეები აგრარულ უნივერისიტეტს ესტუმრნენ. 

მათ უნივერსიტეტში მუზეუმი, ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიები დაათვალიერეს.

„მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ უნივერსიტეტში სტუმრობა, ვისაუბრეთ შემდგომ სტუმრობაზე და გარკვეული გეგმებიც დავსახეთ“ - განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა. 

თელავის N5 საჯარო სკოლა მადლობა უხდის აგრარულ უნივერსიტეტს მასპინძლობისთვის.
 
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მსგავის ტიპის გასვლითი ღონისძიებები მომავალში უფრო აქტიურად ჩატარდება.  

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203