2022 წლის ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს იმ ნივთების ჩამონთავლას სთავაზობს, რომელთა საგამოცდო ცენტრში შეტანაც შეეძლებათ.
რა უნდა იქონიოს თან აბიტურიენტმა გამოცდაზე - პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და საგამოცდო ბარათი.
სურვილის შემთხვევაში - წყალი პლასტმასის ბოთლით; საწერი კალამი შესაბამისი პარამეტრებით (გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით); პირბადე.
გამოცდაზე არ შეიძლება მობილური ტელეფონისა და ნებისმიერი ელექტრონული ხელსაწყოს, მათ შორის გამორთულ მდგომარეობაში შეტანა.
დამატებითი ნივთების დატოვება შესაძლებელი იქნება ნივთების შესანახ სივრცეში.