ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების პოეზიის საღამომ დამსწრე საზოგადოებას სული გაუთბო
ემზარ წილოსანის სახელობის ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა ლადო ასათიანის პოეზიის საღამო გამართეს.
ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ირა დვალიშვილი ხელმძღვანელობდა.
„გარემომ, რომელიც გუშინ ერთ-ერთ საკლასო ოთახში დაგვხვდა შეგვიქმნა განცდა, რომ თბილი და ლამაზი საღამოს მომსწრენი გავხდებოდით. ლიტერატურულმა კომპოზიციებმა, მუსიკალურმა ფონმა, ბავშვების მიერ წაკითხულმა ლადო ასათიანის ლექსებმა და ულამაზესმა დიზაინმა, რომელზეც ირა მასწავლებელთან ერთად სასწავლო ნაწილმა იაკო კობალავამ იზრუნა, შექმნა ერთი დიდი ,,გაზაფხულის თაიგული", რომელმაც თითოეული იქ მყოფი ადამიანების სული გაათბო, გმადლობთ ბავშვებო, იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა თქვენ გაჩნდით ამ ქვეყანაზე!“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები