თბილისის N212 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ბაჩო მირზაშვილი საგანმანათლებლო პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებულია
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის თბილისის N212 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად წარმატებით დასრულდა. სასწავლო წლის განმავლობაში სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში აქტიურად და ამავდროულად, დიდი წარმატებით მონაწილეობდნენ.
მათ შორის აღსანიშნავია, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის, ბაჩო მირზაშვილის წარმატება.
მეათეკლასელი საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ორგანიზაცია „დავითიანნის“ ყოველწლიური პროექტში „წიგნიერი და პატრიოტი თაობა 2022“ მონაწილეობდა და ერთ-ერთი გამარჯვებულიც გახდა.
პროექტის გამოსაშვები საღამო 15 ივნისს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გაიმართა.
პროექტში 40 სკოლა იყო ჩართული და ფინალურ ეტაპზე 12 გუნდი გადავიდა. ფინალური ეტაპის თემად კი ახალი აღთქმა, ძველი აღთქმა და მსოფლიო რელიგიების ისტორია იყო.
დაძაბულ ბრძოლაში თბილისის N212, N145 და N103 საჯარო სკოლების გუნდმა გაიმარჯვა, რომლის წევრი მეათეკლასელი ბაჩო მირზაშვილი გახლდათ; გუნდმა ტაო-კლარჯეთის საგზური მოიპოვა. გარდა ამისა, ტესტირების მიხედვით, (ინდივიდუალურად) გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
„პროექტი „წიგნიერი და პატრიოტი თაობა“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და „დავითიანნის“ ორგანიზებით, 2008 წლიდან ხორციელდება. იგი გულისხმობს არაფორმალურ სწავლებებს და შეხვედრებს მოწვეულ ლექტორებთან, მათ შორის, ფსიქოლოგებთან.
P.S. პროექტის ფარგლებში განიხილება შემდეგი თემები:
- სტრესი. რა არის სტრესი, ბულინგი და ემოციური გადაწვა. როგორ მოქმედებს ეს ადამიანზე, როგორ დავიცვათ თავი და გავუწიოთ დახმარება ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს.
- ოჯახი და გარემო. აღზრდის სტილები, მათი გავლენა ბავშვის განვითარებაზე. როგორ ვიურთიერთოთ მშობლებთან და გამოვხატოთ ჩვენი განცდები და ემოციები. კონტაქტის საუკეთესო მექანიზმის შერჩევა.
- მეგობრები და მათი გავლენა. სოციალური ურთიერთობები, კონფლიქტები და მათი მოგვარების ტექნიკები. მოლაპარაკების ძირითადი ასპექტები. როგორ გავლენას ახდენს სამეგობრო წრე ინდივიდის განვითარებაზე.
- კარიერის დაგეგმვა და მართვა. როგორ დავგეგმო კარიერა, რა არის ჩემი ინტერესის სფერო, ამის გამოკვლევა და შემდგომი მართვის სტრატეგიების შემუშავება“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: